ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილი დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.