კონგოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, გაზრდილია დაკარგულთა რაოდენობაც. მაშველები ამ დრომდე ეძებენ გარდაცვლილთა ცხედრებს.
ამასთან, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 8 მაისი ეროვნულ გლოვის დღედ გამოაცხადა.