კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსეთმა კიევზე, ომის დაწყების შემდეგ, დრონების გამოყენებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ New Your Times-ი წერს.
დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი და სკოლა. ყველაზე სერიოზულად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა სვიატოშინსკის რაიონში.
„ეს იყო უპილოტო თვითმფრინავების ყველაზე მასიური თავდასხმა დედაქალაქზე, მთელი ომის განმავლობაში,” - განუცხადა კლიჩკომ ჟურნალისტებს.
უკრაინაში დღეს განაცხადეს, რომ კიევის ოლქზე ღამით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ამასთან. იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.