ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, პუტინი ცდილობს, 9 მაისის აღლუმი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი ცენტრალურ აზიაზე გავლენას ინარჩუნებს.
კრემლის ინფორმაციით, პუტინთან ერთად აღლუმს დაესწრებიან ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
შარშან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების პირველ წელს, მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს, არცერთი სხვა ქვეყნის ლიდერი არ დასწრებია, ხოლო ყაზახეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს არ ჩაუტარებიათ გამარჯვების დღის აღლუმები 2022 წელს, ზოგიერთმა კოროვირუსულ პანდემიასთან დაკავშირებული რისკების გამო“, განაცხადეს ISW-ის ანალიტიკოსებმა.
მათივე თანახმად, ცენტრალური აზიის ლიდერების დასწრების შესახებ ცნობების დაგვიანებული გასაჯაროება, სავარაუდოდ, მიუთითებს მათ თავშეკავებულობაზე (უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პირდაპირი და საჯარო მხარდაჭერის გამოვლენის მიუხედავად), მიუხედავად კრემლის მცდელობისა, აჩვენოს საკუთარი ძალა და გავლენა“.