უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ქალაქ ბახმუტის 9 მაისამდე აღება.
„მათ ვერ შეძლეს ბახმუტის დაპყრობა. ეს იყო ბოლო მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია, რომლის დასრულებაც მათ ცხრა მაისისთვის სურდათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქალაქი ბახმუტი მთლიანად განადგურებულია.
„სამწუხაროდ, ქალაქი აღარ არსებობს. ყველაფერი მთლიანად განადგურებულია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.