პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტია „სამართლიანობისთვის მოძრაობის“ თავმჯდომარე, იმრან ხანი დააკავეს.
ხანი ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში, უზენაესი სასამართლოს შენობის კომპლექსის ტერიტორიაზე, 9 მაისს მივიდა კორუფციაში ბრალდებებთან დაკავშირებულ მოსმენაზე დასასწრებად მივიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ყოფილი პრემიერი სამშენებლო კომპანიისგან მრავალმილიონიანი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით დააკავეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის ყოფილმა ძელმძღვანელმა ადრე უარი თქვა ნებაყოფლობით გამოცხადებაზე, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.
2022 წლის აპრილში თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათ შორის კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით.