თეგი: პაკისტანი

პაკისტანის პრემიერ-მინისტრად პარტია „პაკისტანის მუსლიმური ლიგის“ ლიდერი შაჰბაზ შარიფი აირჩიეს

პაკისტანის პრემიერ-მინისტრად პარტია „პაკისტანის მუსლიმური ლიგის“ ლიდერი შაჰბაზ შარიფი აირჩიეს. მას მხარი 174-მა დეპუტატმა დაუჭირა.  70 წლის შარიფი არის პაკისტანის მუსლიმთა ლიგა-ნავაზის პრეზიდენტი და უმცროსი ძმა პრემიერის პოსტზე ადრე სამი ვადით მყოფი ნავაზ შარიფისა, რომელიც შემდეგ კორუფციაში ცნეს დამნაშავედ. ცნობისთვის, 9 აპრილს პაკისტანის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს უნდობლობა გამოუცხადა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო კანდიდატად სწორედ შაჰბაზ შარიფი დაასახელეს.

უზბეკეთმა ავღანეთის გავლით პაკისტანში, ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

უზბეკმა მძღოლებმა ავღანეთის გავლით პაკისტანში, ტვირთები პირველად გადაზიდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია უზბეკეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. „პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკასთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების მიმდინარე პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაფართოებაში, რომელიც ახალი ტემპით ვითარდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნების შემდგომი დივერსიფიკაცია, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის“, - აცხადებენ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში. წინაპირობა კერძოდ, მიმდინარე წლის 26-27 მარტს ქალაქ ტერმეზში გაიმართა სატრანსპორტო საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უზბეკეთის, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანისა და უმსხვილესი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გადამზიდველთა საერთაშორისო ასოციაცია, ასევე სატრანსპორტო და საბაჟო უწყებები. შეხვედრაზე უზბეკეთის, ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიის გავლით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის საკითხებზე კონკრეტული ღონისძიებების გეგმა განისაზღვრა.  „სამმხრივი ძალისხმევის შედეგად დღეს უზრუნველყოფილია ამ სატრანსპორტო დერეფნის სრული ფუნქციონირება, საქონლის უმოკლეს დროში მიწოდება და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხო ჩასვლა“, - აცხადებენ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში. შედეგად, უზბეკმა მძღოლებმა პირველად წარმატებით დაასრულეს ტვირთის გადაზიდვა უზბეკეთი-ავღანეთი-პაკისტანის მარშრუტზე. უზბეკმა მძღოლებმა, დაფარეს 2760 კმ მარშრუტი "ტაშკენტი - თერმეზი - მაზარი-შარიფი - ქაბული - ფეშავარი - ყარაჩი". მათ ყარაჩის პორტიდან ტაშკენტში ტვირთი ერთ კვირაში ჩაიტანეს.  

პაკისტანში წყალდიდობას 67 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის სხვადასხვა პროვინციაში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდოდობამ 76 ადამიანი იმსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ, რომელიც 5 ივლისს პაკისტანის რეგიონების უმეტესობას დაატყდა თავს, ადამიანების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახა.  ყარაჩის ბევრ უბანში დაიტბორა გზები, საცხოვრებელი კორპუსები და მაღაზიები. ბალუჯისტანის პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიის შედეგად, დაზიანდა 670 შენობა და 12 კაშხალი. ძლიერი წვიმა იყო პაკისტანის დედაქალაქსა და ქალაქ რავალპინდიში. საცხოვრებელი კორპუსები H-13 რაიონში, ისლამაბადში, წყალქვეშ მოექცა. ქალაქ რავალპინდიში დაიტბორა რამდენიმე გზატკეცილი. ქვეყნის მასშტაბით, მთელი დღესასწაულის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი.  

პაკისტანში წყალდიდობას 290 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას 290 ადამიანი ემსხვერპლა. პაკისტანში ძლიერი წვიმა ივნისის შუა რიცხვებიდან არ წყდება. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში 9 ათასზე მეტი სახლი, ხიდები და გზები დაზიანდა. მედიის ცნობით, სამხრეთ აზიაში მუსონური წვიმები ყოველწლიურად მასშტაბურ სტიქიურ უბედურებებსა და ავარიებს იწვევს.  

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 549 ადამიანი დაიღუპა

ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად პაკისტანში სულ მცირე 549 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამასთან, წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია 46 200 სახლი.  ამასთან, ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად მეტი სახსრებია საჭირო და დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.    

პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად, სულ მცირე 903 ადამიანი დაიღუპა

ზაფხულის განმავლობაში, პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად, სულ მცირე 903 ადამიანი დაღიუპა, აქედან 326 ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. პაკისტანის ოცფიციალური პირები მსოფლიო საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. "ათასობით ადამიანს არ აქვს თავშესაფარი და საკვები ამ "ჰუმანიტარული კატასტროფის" გამო. საკომუნიკაციო ხაზები გათიშულია. ეს არის სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფა", - აღნიშნულია  პაკისტანის კლიმატის ცვლილებების სამინისტროს განცხადებაში. გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, სულ მცირე 95 350 სახლია განადგურებული.  

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 300 ბავშვი დაიღუპა

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ბავშვია. სტიქიის გამო ქვეყნაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. შაჰბაზ შარიფი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციებში 6 500 ჯარისკაცია ჩართული, 40 ათასი ადამიანის ევაკუაცია კი უკვე განხორციელდა. ამასთან, სტიქიამ ერთ-ერთი ცნობილი სასტუმრო, 170 ათასი საცხოვრებელი სახლი და 150-მდე შენობა გაანადგურა.  

პაკისტანის ხელისუფლება: ქვეყანაში დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მოგვაყენა

"პაკისტანში დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მოგვაყენა", - ამის შესახებ პაკისტანის მინისტრმა დაგეგმარების საკითხებში, აჰსან იკბალიმ განაცხადა. პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად, სულ მცირე 903 ადამიანი დაიღუპა „ვფიქრობ, ზარალი უზარმაზარი იქნება. ჯერჯერობით, წინასწარი შეფასებით, ის 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს, დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი და დაზიანებულია მილიონამდე სახლი“, - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, პაკისტანის ოცფიციალური პირები მსოფლიო საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. პაკისტანში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 300 ბავშვი დაიღუპა  

მედია: თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში ჩერთვება

ისლამაბადი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მიმართულებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხზე ითანამშრომლებენ. კერძოდ, თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.  შეთანხმება პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის, სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას შედგა. მედიის ცნობით, ლიდერებმა „შეთანხმებას ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის გაზის მიწოდებაზეც მიაღწიეს“.   

ტაშკენტი ნიუ-დელისთან ვაჭრობის გაზრდის მიზნით, „უზბეკეთი - თურქმენეთი - ირანი - ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას განიხილავს

ტაშკენტი ნიუ-დელისთან ვაჭრობის გაზრდის მიზნით, „უზბეკეთი - თურქმენეთი - ირანი - ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას განიხილავს. ინფორმაციას UzDaily.uz ავრცელებს. „უზბეკეთი-თურქმენეთი-ირანი-ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ირანის პორტ ჩაბაჰარის გავლით უნდა მოხდეს. ეს საკითხი აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) და უზბეკეთის ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს.  მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ახალი სატრანსპორტო მარშრუტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებაზე შეთანხმდნენ. საგულისხმოა, რომ უზბეკეთსა და ინდოეთს შორის ვაჭრობის იზრდება და მოკლევადიან პერსპექტივაში $1 მილიარდს შეადგენს. „მარშრუტის მიზანია ასევე უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდების უწყვეტობა ცენტრალური აზიისა და ინდოეთის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის ფარგლებში, რომელიც წელიწადში 3,2 მილიარდ დოლარს აღწევს“, - წერს თურქმენეთის მედია წყაროზე დაყრდნობით.   

CNN: პაკისტანის ექსპრემიერზე თავდასხმა მოხდა

პაკისტანის ექსპრემიერ ირმან ხანზე თავდასხმა განხორციელდა.  თვითმხილველების ინფორმაციით, ირმან ხანს, მიტინგზე უცნობმა პირმა იარაღიდან ესროლა.  პაკისტანის ექსპრემიერი ფეხში დაიჭრა და კლინიკაში გადაჰყავთ.   

თურქეთმა პაკისტანის საზღვაო ძალებისთვის ხომალდი შექმნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა ერთობლივად წარადგინეს კორვეტის ტიპის ხომალდი, რომელიც თურქეთმა პაკისტანის საზღვაო ძალებისთვის შექმნა. შარიფმა განაცხადა, რომ PNS Khyber-ის ინაუგურაცია, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს. პაკისტანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობა სამშვიდობო ხასიათს ატარებს და ის არ ჩამოყალიბებულა ომისთვის ან აგრესიისთვის.  თავის მხრივ, თურქეთის ლიდერმა შეაქო ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ღრმა ისტორიულ კავშირებზე დაყრდნობით აშენებს მყარ პარტნიორობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.      

პაკისტანი რუსულ ნავთობს ფასდაკლებით შეიძენს

რუსეთი ნედლ ნავთობს პაკისტანს შეღავათიან ფასად მიჰყიდის. ამის შესახებ პაკისტანის ნავთობის მინისტრმა მუსადიკ მალიკმა ისლამაბადში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, რუსეთი პაკისტანს ბენზინსა და დიზელის საწვავს ფასდაკლებით მიაწვდის. ამავდროულად, მინისტრმა არ დააკონკრეტა რუსული ნავთობის ფასდაკლებული ფასი და არც უთქვამს, დააკმაყოფილებს თუ არა იმპორტი ბარელზე $60 დოლარს, რომელიც G7-მა და ევროკავშირმა, რუსეთის ოფშორულ ნავთობზე ამ კვირაში დააწესეს.  მოსკოვმა განაცხადა, რომ არ მიჰყიდის გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს იცავენ.   

პაკისტანში ენერგორესურსების დაზოგვის მიზნით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრები 08:30 საათისთვის დაიხურება

პაკისტანის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრები საღამოს 8:30 საათისთვის დაიხურება. ეს ენერგორესურსების დაზოგვის ახალი გეგმის ნაწილია, რომელიც პაკისტანის ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. Associated Press წერს, რომ პაკისტანმა ხსენებული ნაბიჯი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების ფონზე გადადგა. ხელისუფლებამ საქორწილო დარბაზებისა და რესტორნების საღამოს 10 საათზე დახურვის ბრძანებაც გასცა. მთავრობის შეფასებით, ზომები ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას და იმპორტირებულ ნავთობზე დანახარჯების შემცირებას, რაზეც პაკისტანი ყოველწლიურად 3 მილიარდ დოლარს ხარჯავს. პაკისტანი ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს იმპორტირებული ნავთობით გამოიმუშავებს. გადაწყვეტილებას ჯერჯერობით, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სავაჭრო ცენტრების, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელებს სურთ, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება გააუქმოს.  

მედიის ცნობით, პაკისტანი უკრაინას საბრძოლო მასალით დატვირთულ 159 კონტეინერს გაუგზავნის

მედიის ცნობით, პაკისტანი გეგმავს, უკრაინას  საბრძოლო მასალით დატვირთული 159 კონტეინერი, მათ შორის ჭურვები გაუგზავნოს. წყაროს ცნობით, დახმარება უკრაინაში პოლონეთის ქალაქ გდანსკის პორტის გავლით, მიმდინარე თვეში ჩავა. ვარაუდობენ, რომ გემი კარაჩის პორტში დაიტვირთება. The Economic Times წერს, რომ სანაცვლოდ, ისლამაბადი უკრაინისგან ადრე შესყიდული Mi-17 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენების მოდერნიზებაში დახმარებას მოელის. პაკისტანი ასევე მოელის T-80UD ტიპის ტანკების შეკეთებას. უკრაინასა და პაკისტანს მჭიდრო სამხედრო და სამრეწველო კავშირები აქვთ. პაკისტანმა იყიდა 320-ზე მეტი უკრაინული T-80UD ტიპის ტანკი, რომელიც სრულად ჩამოყალიბებულ ეკოსისტემას ემსახურება. 1991 წლიდან 2020 წლამდე უკრაინამ პაკისტანთან დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო.

პაკისტანი და რუსეთი გაზსადენის მშენებლობას განიხილავენ

პაკისტანისა და რუსეთის დელეგაციებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს. კერძოდ, საუბარია პაკისტანისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გრძელვადიან მიწოდების საკითხზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლამაბადში მოლაპარაკებები გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის რუსეთ-პაკისტანის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში. მოლაპარაკებებზე პაკისტანს წარმოადგენს ნავთობის მრეწველობის საკითხებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მუსადიქ მასუდ მალიკი, ხოლო რუსულ მხარეს წარმოადგენს ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი. მხარეებმა განიხილეს გაზსადენის პროექტი, რომლის მშენებლობაც იგეგმება პაკისტანში. დასკვნითი შეხვედრის შემდეგ, რომელიც ხვალ დასრულდება, ორ ქვეყანას შორის ოქმის ხელმოწერაა მოსალოდნელი. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა დღეს ლაჰორში მინისტრი შულგინოვი მიიღო. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს აზრები „პაკისტანის ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. გაზსადენის მშენებლობა იგეგმება სამხრეთ პაკისტანში ყარაჩისა და გვადარის პორტებში. დაგეგმილია LNG-ის მიმღები ტერმინალების დაკავშირება ქვეყნის ჩრდილოეთით კასურის რაიონში მდებარე ელექტროსადგურებთან. გაზსადენის სიგრძე დაახლოებით 1,1 ათასი კმ იქნება. გამტარუნარიანობა 12.3 bcm მ წელიწადში. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „პაკისტანის ნაკადის“ მშენებლობაზე 2015 წელს. მშენებლობა გადაიდო, მათ შორის რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო. 2021 წლის მაისში ნიკოლაი შულგინოვმა და პაკისტანის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში შაფკატ ალი ხანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ცვლის შეთანხმებას გაზსადენის პროექტის განხორციელების შესახებ. მოგვიანებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფს შორის 2022 წლის სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.  

პაკისტანში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი

სამხრეთ პაკისტანში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შემდეგაც ავტობუს ცეცხლი მოედო. AP-ის ცნობით, დაღუპულია 40 ადამიანი. ავტობუსში სულ 44 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა ლასბელის რაიონში, ქალაქ ბელასთან მოხდა. კომისრის თანაშემწემ ჰამზა ანჯუმ ნადიმმა განაცხადა, რომ ნაპოვნია 40 ადამიანის ცხედარი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

პაკისტანი უკრაინას სამხედრო დახმარებით დატვირთულ 230 კონტეინერს უგზავნის - მედია

პაკისტანი უკრაინაში 230 კონტეინერს თავდაცვის ტექნიკას ამ თვეში გაუგზავნის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Economic Times იტყობინება. სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემები (MV Bokram, MV Kherson) ყარაჩის პორტიდან დაიძრებიან. გამოცემამ უფრო ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთისა და გერმანიის პორტები პაკისტანიდან იარაღის, მათ შორის ტანკებისა და რაკეტების ტრანსპორტირების მთავარი კარიბჭეები არიან. The Economic Times აღნიშნავს, რომ პაკისტანი დახმარებას უწევს უკრაინას იმ ფონზე, როდესაც საკუთარი თვითმფრინავების ძრავების მოდერნიზებისთვის, რუსეთისგან დახმარებას ითხოვს.  

სროლა პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაში - დაიღუპა 7 ადამიანი

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მასწავლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა და ეჭვმიტანილებს სამართალდამცველები ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს თავმდამსხმელი კაცი, სავარაუდოდ, ამავე სკოლის თანამშრომელი იყო. მომხდარზე სხვა დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.  

პაკისტანის ყოფილი პრემიერი დააკავეს

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტია „სამართლიანობისთვის მოძრაობის“ თავმჯდომარე, იმრან ხანი დააკავეს. ხანი ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში, უზენაესი სასამართლოს შენობის კომპლექსის ტერიტორიაზე, 9 მაისს მივიდა კორუფციაში ბრალდებებთან დაკავშირებულ მოსმენაზე დასასწრებად მივიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ყოფილი პრემიერი სამშენებლო კომპანიისგან მრავალმილიონიანი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით დააკავეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის ყოფილმა ძელმძღვანელმა ადრე უარი თქვა ნებაყოფლობით გამოცხადებაზე, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა. 2022 წლის აპრილში თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათ შორის კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით.  

პაკისტანმა და თურქმენეთმა TAPI-ის გაზსადენის პროექტზე მუშაობა დააჩქარეს

პაკისტანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ გეგმას (JIP), რომ თურქმენეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის (TAPI) გაზსადენის პროექტზე მუშაობა დააჩქარონ. ხელმოწერის ცერემონიას ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. შეთანხმებას პაკისტანში, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტისას გაფორმდა. თურქმენეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის ხედვის მნიშვნელოვანი კომპონენტი, TAPI-ს გაზსადენის პროექტი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას როგორც პაკისტანში, ასევე, მთელ რეგიონში. „ეს პროექტი არის პაკისტანისა და თურქმენეთის სტრატეგიული თანამშრომლობის გამოვლინება ენერგეტიკულ სექტორში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. TAPI-ს გაზსადენის პროექტი მიზნად ისახავს ბუნებრივი აირის მიწოდებას თურქმენეთის გალკინიშის გაზის საბადოდან პაკისტანში, ავღანეთის გავლით. მილსადენის მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო.  პროექტის მოცულობა 33 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში. მილსადენის სიგრძე 1814 კილომეტრია.  

ჩინეთმა და პაკისტანმა ატომური ელექტროსადგურის აშენების მიზნით, $4,8 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმეს

პაკისტანმა და ჩინეთმა სამშაბათს ხელი მოაწერეს 4,8 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებას, რომელიც 1200 მეგავატი სიმძლავრის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა და მიესალმა იმ ქვეყნის ინვესტიციას, რომელსაც პაკისტანი მიიჩნევს თავის ყველაზე საიმედო მოკავშირედ, იუწყება Reuters-ი. Chashma 5-ის პროექტზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება.  „ჩინეთიდან 4,8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ამ პროექტში აგზავნის მესიჯს, რომ პაკისტანი არის ადგილი, სადაც ჩინური კომპანიები და ინვესტორები აგრძელებენ თავიანთი ნდობისა და რწმენის გამოხატვას“, - აღნიშნა შარიფმა. Chashma 5 პენჯაბის ცენტრალურ პროვინციაში აშენდება. ჩინეთის მხარდაჭერა პაკისტანს წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. პაკისტანის ბირთვული ენერგიის წარმოების მთლიანი სიმძლავრე 1400 მეგავატამდე გაიზარდა, როდესაც ორი წლის წინ ქვეყნის მეექვსე ატომური ელექტროსადგური გაიხსნა. ეს 1100 მეგავატი სიმძლავრის სადგური, რომელიც სამხრეთ საპორტო ქალაქ ყარაჩიში მდებარეობს, ასევე ჩინეთის დახმარებით აშენდა. შარიფმა, რომლის მთავრობაც კრიზისის თავიდან ასაცილებლად მუშაობს, ჩინელ პარტნიორებს უახლესი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. გაურკვეველია, არის თუ არა ახალი ინვესტიცია იმ 65 მილიარდი დოლარის ნაწილი, რომლის პირობაც ჩინეთმა მისი ინიციატივის - ერთი სარტყელი და გზა ფარგლებში გასცა. ახალი პროექტის დაწყება თავდაპირველად ორიოდე წლის წინ იყო დაგეგმილი და შარიფმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს იმის გამო, რომ დიდი დაგვიანების მიუხედავად, ხარჯები არ შეიცვალა. ამის ნაცვლად აღნიშნა, რომ ჩინელებმა პროექტის დასაწყებად, პირველადი, 30 მილიარდი პაკისტანური რუპია (104,53 მილიონი აშშ დოლარი) გაიღეს.  

აზერბაიჯანი და ჩინეთი შესაძლოა, პაკისტანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტში ჩაერთონ

ბელუჯისტანის (პაკისტანის პროვინცია) ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტში შესაძლოა, აზერბაიჯანი და ჩინეთიც ჩაერთონ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. დამატებითი დეტალები ჩინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობის მასშტაბებთან დაკავშირებით ჯერ არ მჟღავნდება. ამასთან, პაკისტანის ნავთობის სახელმწიფო მინისტრმა მუსადიქ მალიკმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა. პროექტში ასევე მონაწილეობს ოთხი სახელმწიფო პაკისტანური კომპანია, Pakistan State Oil (PSO), Oil and Gas Development Company Limited (OGDCL), Pakistan Petroleum Limited (PPL) და Government Holdings Private Limited (GHPL), რომლებმაც თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ქარხანას შეუძლია, დღეში 0,3 მილიონი ბარელი გადაამუშაოს, მათ შორის წლის განმაბლობაში - 8 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 6 მილიონი ტონა ბენზინი.  

პაკისტანი თურქეთისგან KAAN-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს შეიძენს

პაკისტანი თურქეთისგან KAAN-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს შეისყიდის. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯელალი სამი ტუფექჩიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით პაკისტანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აგვისტოში ამ საკითხზე პაკისტანელ კოლეგებს შეხვდებიან.  

პაკისტანის საბაგიროს ინციდენტი: რვა ადამიანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხევში საბაგიროში ჩარჩენილი რვა ადამიანის, მათ შორის ექვსი ბავშვის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. ჯგუფი სკოლისკენ მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთი კაბელი გაწყდა, რის შედეგადაც კაბინა 274 მ (900 ფუტი) სიმაღლეზე გაჩერდა. ადგილზე სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. BBC-ის ცნობით, ადგილობრივი მედიასაშუალება Dawn.com იტყობინება, რომ რვა მგზავრი პირველი ვერტმფრენის მისვლამდე სულ მცირე ოთხი საათის განმავლობაში იყო ადგილზე.  სამაშველო მისიას ძლიერი ქარი ართულებს. განახლება: ადგილიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საბაგიროს კაბინაში საათების განმავლობაში, დილის 07:15 საათიდან იმყოფებოდნენ. ამჟამად გონდოლაში კიდევ ხუთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი რჩება.  

პაკისტანში საბაგიროს კაბინაში მყოფი რვავე ადამიანი გადაარჩინეს

BBC-ს ცნობით, პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებული საბაგიროს კაბინიდან რვავე ადამიანი უვნებლად გადმოიყვანეს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამაშველო გუნდი შეაქო. „ჩინებული გუნდური მუშაობა აჩვენეს სამხედროებმა, სამაშველო განყოფილებებმა, რაიონის ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ“, – წერს ჰაკ კაკარი Twitter-ზე. პაკისტანის საბაგიროს ინციდენტი: რვა ადამიანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს  

ჩინეთი და პაკისტანი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს გამართავენ

ჩინეთისა და პაკისტანის საჰაერო ძალები მალე ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ერთობლივ წვრთნებს (“Shaheen (Eagle)-X”) გამართავენ. ამის შესახებ ჩინეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ახალი ამბების ვებგვერდი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მანევრები ქალაქ ჯიუკუანის (განსუს პროვინცია) და იინჩუანის ტერიტორიაზე ჩატარდება. წვრთნები აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ივლისის ბოლოს ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანგფუმ პეკინში გამართა შეხვედრა პაკისტანის საჰაერო ძალების შტაბის უფროს, ზაჰირ აჰმად ბაბართან, რომლის დროსაც ჩინურმა მხარემ ისლამაბადს შესთავაზა, გაეძლიერებინა ორმხრივი კოორდინაცია არმიებს შორის თანამშრომლობაში. ეს არის მეათე ერთობლივი წვრთნა ჩინეთისა და პაკისტანის საჰაერო ძალებს შორის, რაც ხელს შეუწყობ სამხედროებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და მათი ჯარების რეალური საბრძოლო მომზადების დონის გაუმჯობესებას.  

პაკისტანში საზღვაო ძალების ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

პაკისტანის საზღვაო ძალების ვერტმფრენი რუტინული სასწავლო ფრენის დროს, ბელუჯისტანის პროვინციაში ჩავარდა. ამის შესახებ საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა. ავარია პროვინციის საპორტო ქალაქ გვადარში მოხდა, როდესაც ვერტმფრენს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, დაიღუპა საზღვაო ძალების ორი ოფიცერი და პაკისტანის საზღვაო ძალების მეზღვაური, იტყობინება The News International-ი. სპიკერმა განმარტა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.  

პაკისტანში აფეთქების შემდეგ 23 ჯარისკაცი დაიღუპა

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ექვსი კაცი სამხედრო ბანაკში ასაფეთქებელი სატვირთო მანქანით შეიჭრა, რის შენობა დაინგრა და სულ მცირე 23 ჯარისკაცი დაიღუპა. შესაბამის განცხადებას პაკისტანის არმია ავრცელებს. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონში სხვადასხვა ოპერაციაში ორი ჯარისკაც, 21 ბოევიკთან ერთად დაიღუპა. პრემიე-რმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თავდასხმა დაგმო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანის ჯგუფმა, Tahreek-e-Jihad Pakistan (TJP), აიღო. მათი თქმით, პაკისტანის არმიაზე თავდასხმა მისმა ბოევიკებმა განახორციელეს.  

პაკისტანი ირანს საჰაერო იერიშის გამო, სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს

პაკისტანმა მის ტერიტორიაზე ირანის მიერ განხორციელებელი საჰაერო იერიში დაგმო. პაკისტანური მხარის განცხადებით, 16 იანვარს განხორციელებულ თავდასხმას ორი ბავშვი ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი. პაკისტანი თავდასხმას არაპრობოცირებულს და მიუღებელს უწოდებს. ირანმა იერიში მიიტანა პაკისტანის არეალზე, რომელსაც, ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ბაზად იყენებს ექსტრემისტული ჯგუფი, ჯაიშ ალ-ადლი. 2012 წელს ჩამოყალიბებული ჯაიშ ალ-ადლი ირანის მიერ შავ სიაშია შეყვანილი, როგორც ტერორისტული ჯგუფი და მან ბოლო წლებში რამდენიმე თავდასხმა განახორციელა ირანის მიწაზე. პაკისტანის ოფიციალურ განცხადებაში არ არის ნათქვამი, სად მოხდა თავდასხმა, მაგრამ პაკისტანური მედია წერს, რომ იერიში იყო სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში, სადაც ორი ქვეყანა იშვიათად დასახლებულ, თითქმის 1000 კილომეტრიან (620 მილი)საზღვარს იზიარებს. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ანვარ-ულ-ჰაკ კაკარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში, შვეიცარიაში შეხვდა. „პაკისტანის სუვერენიტეტის ეს დარღვევა სრულიად მიუღებელია და შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს,“ - ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

პაკისტანმა მეზობელ ირანზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა

BBC-ის ცნობით, პაკისტანმა საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა მეზობელ ირანზე მას შემდეგ, რაც ირანის თავდასხმამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღვივება გამოიწვია. პაკისტანმა განაცხადა, რომ თავდასხმისას დაარტყეს „ტერორისტების თავშესაფრებს" მოსაზღვრე (Sistan-o-Balochistan) პროვინციაში. ირანული მედიის ცნობით, დაიღუპა სამი ქალი და ოთხი ბავშვი. ხუთშაბათს, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმები დაადასტურა, პირველად ამის შესახებ ირანული მედია ოთხშაბათს იუწყებოდა. საჰაერო თავდასხმები ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ფონზე ხდება - ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი მძვინვარებს და  ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები კი წითელ ზღვაში კომერციულ გემებს ესხმიან თავს, რასაც ამერიკა და მისი მოკავშირეები საჰაერო იერიშებით პასუხობენ. პაკისტანი ირანს საჰაერო იერიშის გამო, სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს  

ყირგიზეთი და ავღანეთი ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობას განიხილავენ

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყირგიზეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრმა, დანიარ ამანგელდიევმა ავღანეთის მაღაროებისა და ნავთობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ შაჰაბუდინ დელავართან დისკუსია გამართა. მხარეებმა თანამშრომლოების სფეროებზე იმსჯელეს. შეხვედრა ქაბულში გაიმართა. ასევე განიხილებოდა საბადოების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, რკინის მადნის, ანტიმონისა და ნავთობის მოპოვების თემები. მხარეებმა გამოხატეს ინტერესი მოპოვების სექტორში და ნავთობისა და გაზის მრეწველობაში თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ამ სფეროებში გამოცდილების აქტიური გაცვლის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორივე ქვეყნის სპეციალისტებისთვის ერთობლივი ტრენინგ-სემინარების ჩატარების შესაძლებლობას. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს, ხელი შეეწყოს საუკეთესო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცვლას, რაც ხელს შეუწყობს ამ სექტორებში უფრო ეფექტიან ოპერაციებს.   

პაკისტანი და ირანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ

პაკისტანმა და ირანმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ განაცხადეს. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯალილ აბას ჯილანმა ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნა, რომ მეზობელ სახელმწიფოებს ერთმანეთთან კომუნიკაციის ძლიერი არხები აქვთ. „ჩვენ ირანის მოძმე, მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, პაკისტანის უსაფრთხოებას, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის, ისე მთელი რეგიონის უსაფრთხოებად მივიჩნევთ,“ - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, თეირანსა და ისლამაბადს შორის ერთობლივი „თანამშრომლობით არ დავუშვებთ, რომ ტერორისტებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან.“ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის ცნობით, ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი პაკისტანს მალე ეწვევა. 17-18 იანვარს ირანმა და პაკისტანმა ბელუჯისტანის სასაზღვრო რეგიონში ერთმანეთის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. პაკისტანმა მეზობელ ირანზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა  

პაკისტანის ყოფილ პრემიერს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, ოფიციალური სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. BBC წერს, რომ საერთაშორისო მედიას სასამართლოზე დასწრების საშუალება არ მისცეს. პროკურატურამ განაცხადა, რომ ხანის ქმედებები საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვისა და დიპლომატიური ურთიერთობების დაზიანების ტოლფასია. ამ უკანასკნელმა ბრალდებამ შეიძლება, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯაც კი გამოიწვიოს. იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2018 წელს აირჩიეს, ხოლო 2022 წელს პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა. ის კორუფციის ბრალდებით გასული წლის აგვისტოში დააკავეს და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.   

აზერბაიჯანი პაკისტანსა და დიდ ბრიტანეთში, სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირებას იწყებს

მიმდინარე წლიდან, აზერბაიჯანიდან პაკისტანსა და დიდ ბრიტანეთში, საავტომობილო გზით, საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში (AYNA) განუცხადეს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ქვეყნებთან ნებართვის ფორმები ორმხრივად უკვე გაცვალეს. ამრიგად, ქვეყნების რაოდენობამ, სადაც აზერბაიჯანი საერთაშორისო ტვირთებს გადაზიდავს საავტომობილო ტრანსპორტით, 50-ს მიაღწია.  

აზერბაიჯანი და პაკისტანი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განიხილავენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის გაერთიანებულ შტაბს შორის, აზერბაიჯან-პაკისტანის სამუშაო ჯგუფის დონეზე მე-10 შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ავრცელებს. შეხვედრაზე იმსჯელეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის არსებულ ვითარებასა და განვითარების პერსპექტივებზე, სამხედრო განათლებისა და მეცნიერების, ოპერატიული დაგეგმვის, ერთობლივი წვრთნებისა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.  

თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. თურქეთ-პაკისტანის ერთობლივი წვრთნა (JINNAH-2024) 3 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. სწავლების მიზანია ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა კომანდო-სპეციალური ოპერაციების სახეებთან დაკავშირებით. წვრთნებს წელს თურქეთი მასპინძლობს.  

პაკისტანმა ავღანეთის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ავღანეთის თალიბანის გაერთიანება, რომელიც ქვეყანას მართავს, იტყობინება, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა პაკისტანის მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. 18 მარტს ავღანეთის თალიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ პაკისტანის სამხედრო თვითმფრინავებმა ავღანეთის ტერიტორიაზე დაბომბეს პაკისტანის თალიბანის - „თეჰრიქ-ე თალიბანის“ (TTP) „მეამბოხეთა თავშესაფრები.“ ამავე ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის, სამი ბავშვი. ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აფეთქებები მოხდა ფაქთიკის და ხოსტის პროვინციებში. პაკისტანის მთავრობა ამ იერიშის შესახებ დუმს, მაგრამ პაკისტანელი მოხელეები, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ, იტყობინებიან, რომ იერიშის სამიზნე იყო სახლი „თეჰრიქ-ე თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაურის, აბდულა შაჰისა, რომელიც, ზოგიერთი მონაცემით, ავღანეთს აფარებს თავს. პაკისტანმა მეზობელ ირანზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა