ევროკავშირის მომდევნო სანქციები რუსეთისთვის ბოლო არ იქნება - შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მომდევნო სანქციები რუსეთისთვის ბოლო არ იქნება და ეს მუდმივ მუშაობას მოითხოვს.

„ევროკავშირის შემდეგი სანქციების პაკეტი „უკანასკნელი არ იქნება“ უკრაინის ომზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, - განაცხადა კანცლერმა.


ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი მიიღო.

„პირველ რიგში, ჩვენ ვამატებთ მეტი სახეობის საქონლის იმპორტის აკრძალვას, განსაკუთრებით, უახლესი ტექნოლოგიების ან თვითმფრინავების ნაწილებს, რომლებიც რუსეთში, მესამე ქვეყნის მეშვეობით გადააქვთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპული საქონელი მიდის მესამე ქვეყნის დახმარებით რუსეთში, ევროკომისიამ, შესაძლოა, შესთავაზოს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესება ამ საქონლის ექსპორტის წინააღმდეგ.

მესამე ელემენტი არის ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩრდილოვანი ორგანიზაციების აკრძალვა რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ სანქციებს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ რუსეთი.


ჩვენი სანქციები მუშაობს, მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ იმპორტი რუსეთიდან, რაც უდიდესი დარტყმაა რუსეთის შემოსავლებისთვის. კომისიამ დაამტკიცა მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ პარტნიორებთან, მათ შორის G7-ის ქვეყნებთან“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას.

რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი მოსკოვს მძიმე სანქციებს უწესებს, კიევს სამხედრო დახმარებას აწვდის. უკრაინა კონტრშეტევის მოლოდინშია.