ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეზე დამნაშავედ ცნეს.
CNN-ის ცნობით, მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპი მწერალ ჯინ კეროლის სამოქალაქო სარჩელში დამნაშავედ ცნო და მის წინააღმდეგ შევიწროებისთვის და ცილისწამებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ცნეს, რომ ტრამპმა სექსუალურად შეავიწროვა კეროლი 1996 წელს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის მოსაზომ კაბინაში და მისთვის დაახლოებით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს.
ტრამპი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.
ნაფიცმა მსაჯულებმა საფუძვლიანად ცნეს კეროლის სარჩელი ცილისწამებასთან დაკავშირებითაც და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.