დღეიდან, 10 მაისიდან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებას აუქმებს. ბრძანებულება დღევანდელი თარიღით არის გამოცემული.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ, უქმდება.
დღესვე პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების განკარგულებაც გამოსცა.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
- ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
- დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით