ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში და ამან არ შეცვალოს ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების რეალური არჩევანი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„აქ პირდაპირ პოლიტიკური კორუფციის ნიშნები იკვეთება. ერთის მხრივ, საუბარია პარტიების დაფინანსებაზე, მეორეს მხრივ, ეს დაფინანსება პარტიების მიერ დეკლარირებული არ არის, რაც თავისთავად ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში და ამან არ შეცვალოს ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების რეალური არჩევანი“, - განაცხადა თალაკვაძემ.