ჩეხეთის პრეზიდენტი რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარს უჭერს

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უწოდა მთავარი ნაბიჯი მშვიდობისა და სამართლიანობის გზაზე.

ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

ამასთან, პაველმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ასეთ ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს მყარი სამართლებრივი საფუძველი საერთაშორისო სამართლის სისტემაში, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერა მისი ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და არ უნდა გაზარდოს დაძაბულობა უკრაინის კონსტიტუციურ წესრიგთან და უკრაინის იურისდიქციასთან ურთიერთობის პრინციპის გათვალისწინებით.

უფრო მეტიც, პევალმა აღნიშნა, რომ მისმა დაარსებამ არ უნდა შეასუსტოს საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერა უკრაინაში შექმნილი ვითარების მიმართ.

შეგახსენებთ, 2022 წლის სექტემბერში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მისი ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობს. ასეთი ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპარლამენტმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ და ცალკეულმა ქვეყნებმა.