პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი ვარშავაში, სერგეი ანდრეევი, 5 მაისს, რუსული გამანადგურებლის მიერ პოლონური თვითმფრინავისთვის გზის ჩაჭრის გამო. ვარშავამ მომხდარი მკაცრად დაგმო.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსული მხარის პროვოკაციულ და აგრესიულ ქცევას, რაც სერიოზული საერთაშორისო ინციდენტია“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, 5 მაისს, NATO-ს საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს, რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე პოლონურ თვითმფრინავს აედევნა.