სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მეფე ჩარლზ III-ს მეფედ კურთხევას ულოცავს.
„თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ გაერთიანებული სამეფოს მეფედ კურთხევას.
თქვენ ბრძანდებით მე-40 მონარქი, რაც ამ სამეფოს უძველესობასა და მემკვიდრეობის უწყვეტობაზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მის სიძლიერესა და მნიშვნელობას მსოფლიო მონარქთა შორის. ამიტომაც განსაკუთრებულია თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.
ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენი ჯვრის ღვთისსათნოდ მტვირთველობა.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მეუღლე, დედოფალი კამილა და მშვიდობით აკურთხოს თქვენი მეფობა”, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მილოცვაში.