დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პოლიციამ 385 ცხედარი იპოვა

2022 წლის შემოდგომაზე დონეცკის ოლქის ნაწილების განთავისუფლების შემდეგ, სამართალდამცველებმა დონეცკის ოლქში, რუსული ჯარისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 385 ცხედარი იპოვეს, იდენტიფიცირებულია 282 ადამიანი. 

„მათგან 309 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. რუსული აგრესიის მსხვერპლთა შორის 174 კაცი, 117 ქალი და ექვსი ბავშვია, კიდევ 12 ადამიანის სქესი დადგენილი არ არის. დაღუპულების იდენტიფიცირებაზე მუშაობა გრძელდება. დღეის მდგომარეობით, იდენტიფიცირებულია 282 პირი“, - წერს უკრაინული მედია ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით.

სამართალდამცავებმა გათავისუფლებულ ლიმანისა და სვიატოჰირსკის თემებში უკვე ექვსი თვეა, ახალ საფლავებსა და ამოუცნობ გვამებს პოულობენ.