2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გაგზავნილი მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი რუსეთში ტრანზიტის დროს „გაქრა“. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.
დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, „ფარული ვაჭრობის" ნაკადმა, ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინის ომის დროს ეკონომიკას.
ტვირთი გაიგზავნა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც სამ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოსთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და სომხეთთან, რომლებიც ახლა რუსეთთან ეკონომიკურ კავშირშია, ევროკავშირის მგრძნობიარე ვაჭრობა უპრეცედენტო დონეზე გაიზარდა.
ღია მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში ტრანზიტის საბაბით ორი მილიარდი დოლარის საქონელი შეიტანეს. ამავდროულად, როგორც გამოცემაში წერს, ევროკავშირიდან რუსეთში „ფარული ვაჭრობის“ რეალური მოცულობა გაცილებით მაღალია.
„რუსეთმა მოახერხა სანქციების გვერდის ავლა ევროკავშირის საბაჟო დეკლარაციებში ყალბი მიმართულებების ჩამოთვლით. ამრიგად, საქონელი, რომლის ექსპორტი რუსეთში აკრძალულია, როგორიცაა, თვითმფრინავის კომპონენტები, ოპტიკური აღჭურვილობა და გაზის ტურბინები, პირდაპირ შევიდა ქვეყანაში ევროკავშირიდან იმ საბაბით, რომ ისინი მხოლოდ ტრანზიტში იმყოფებოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე.
არაპროპორციულად, ასეთი ექსპორტის დიდი ნაწილი კი, რუსეთში ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მიდის, - წერს FT.
ამავდროულად, რუსეთის მეზობელმა ქვეყნებმა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს სანქციებს, აღნიშნეს გარკვეული კატეგორიის საქონლის იმპორტის საეჭვოდ მკვეთრი ზრდა.