„სალომე ზურაბიშვილი აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას.
„ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის თავისი პოზიცია აქვს. იგი აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური. ასევე, ჩვენი მმართველი პარტია და პარლამენტი. ჩვენ წარვმართავთ, ვახორციელებთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. ვრცლად ვისაუბრე, რომ ყველაფერი, რაც უმარტივებს და აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ თავმოყვარე და უძველესი ერი ვართ. ამას, რომ ამბობს ვიღაც რუსეთის დაკრულზე ცეკვა და რაღაცები, ეს არის ერის შეურაცხყოფა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.