პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მიისვე თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით.