ზელენსკიმ კრემლის მომხრე ოლიგარქთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციების მორიგი პაკეტი აამოქმედა. უკრაინა რუსული კომპანიების და მათთან დაკავშირებული სუბიექტების საკუთრების წინააღმდეგ შემზღუდამ ზომებს უწესებს.

„დღეს ჩვენ ვხსნით ამ რისკებს. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა მედვედჩუკთან დაკავშირებულ კომპანიებს და სხვა სანქცირებული პირების, დამფუძნებლების, მენეჯერების, პრორუსული კომპანიების ბენეფიციარებს, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან აქტივებს უკრაინის ტერიტორიაზე“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინული მედიის ცნობით, 2023 წლის 12 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა სანქციების ხუთი პაკეტი, რომელიც უკრაინაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე რუსეთის გავლენას ბლოკავს.