უკრაინაში დააყადაღეს კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის მეუღლის აქტივები, რომელთა ღირებულებაც $27 მლნ-ს შეადგენს

უკრაინაში დააყადაღეს ყოფილი ტელეწამყვანის, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსის, კრემლის მომხრე ვიქტორ მედვედჩუკის, მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს აქტივები, რომელთა რომელთა ღირებულებაც 27 მლნ დოლარს შეადგენს.

ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU-მ) განაცხადა.

საუბარია ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოს, ზაპოროჟიეს ფეროშენადნობთა ქარხნის აქციების 13,7%-ზე. როგორც ირკვევა, მარჩენკო ამ აქციებს ფლობს ოთხი ოფშორული კომპანიის მეშვეობით.


მარტის ბოლოს უკრაინაში დააყადაღეს მარჩენკოს აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 11,9 მილიონი დოლარს შეადგენს. თებერვალში სასამართლომ დააყადაღა მარჩენკოს ქონება, რომლის ღირებულება 152,4 მილიონი დოლარია.

მარჩენკო ეჭვმიტანილია მოქმედებების დაფინანსებაში, რომლებიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან ჩამოგდების ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიის საზღვრის შეცვლის ან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით.

რაც შეეხება მედვედჩუკს, მისი პარტია უკაინამ აკრძალა. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 2022 წლის აპრილში დააკავეს. სექტემბერში უკრაინის მხარემ მედვედჩუკი რუსეთს უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაუცვალა.