გერმანიაში ზელენსკის ვიზიტის დროს, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული - უკრაინული მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში ვიზიტი დაიწყო. ზელენსკი ბერლინში ფედერალურ პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. იუწყება Ukrinform-ი.

უკრაინის ლიდერი ბერლინში რომიდან ჩავიდა.

ეს არის ზელენსკის პირველი ვიზიტი გერმანიაში მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გერმანული Bild-ის ცნობით, ზელენსკი აეროპორტიდან ვერტმფრენით გაფრინდა თავდაცვის მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში.