14-15 მაისს, საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრები როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაიმართება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამართავს.
„ლარს ლიოკე რასმუსენს თან ახლავს დანიის ბიზნეს დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და ბიზნეს დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს. ლარს ლიოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.