თბილისში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ქართველი გიდების ერთი ნაწილი აქციას მართავს. ამბობენ, რომ უსამსახუროდ რჩებიან და ეს მალე ძალიან ბევრს შეუქმნის პრობლემას.
მათი განცხადებით, უცხოენოვანი გიდები კანონმა უნდა დაავალდებულოს ფლობდნენ სახელწმიფო ენას და იყვნენ ამ ქვეყნის მოქალაქეები.
„ეს პრობლემა პანდემიამდე გაჩნდა, მაგრამ განსაკუთრებით გამძაფრდა ბოლო ერთი წელია. ჩვენ, აქაური გიდებო ვრჩებით სფეროს მიღმა. გიდი ქვეყნის ელჩია, ის აცნობს უცხოელებს ამ ქვყნის ისტორიას, კულტურას. დღეს კი, ამ ისტორიას ძალიან ბევრი უცხოელი გიდი არასწორად ყვება და ქვეყნის იმიჯს აზიარებს“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიდი ქეთი ბურნაძე რადიო თავისუფლების ცნობით.
14 მაისს აქციაზე შეკრებილი გიდები ითხოვდნენ, რომ ყველა გიდმა და მძღოლმაც უნდა იცოდეს სახელწმიფო ენა ქართული და იყოს საქართველოს მოქალაქე და ეს განისაზღვროს კანონით.
ტურიზმის შესახებ კანონზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა. ჯერ უცნობია, საბოლოოდ როგორ დარეგულირდება ამ კანონით გიდების საკითხი.