თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დაფიქსირა.
მისი თქმით, კენჭისყრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით უპრობლემოდ გრძელდება. ერდოღანმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თურქული დემოკრატიის სიძლიერის დემონსტრირების თვალსაზრისით“.
„კარგ მომავალს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, თურქულ დემოკრატიას“, - აღნიშნა თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა.
მთავარმა ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმა დედაქალაქ ანკარაში მისცა.
„ჩვენ ყველას ძალიან გვენატრებოდა დემოკრატია. ყველას ძალიან გვენატრებოდა ერთად ყოფნა...იმედი მაქვს, რომ გაზაფხული მოვა ამ ქვეყანაში და გაზაფხული ყოველთვის გაგრძელდება“, - განუცხადა 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა მედიას.