WP: პრიგოჟინმა კიევს რუსეთის ჯარების პოზიციების გამხელა შესთავაზა

„ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, უკრაინას შესთავაზა რუსული ჯარების ადგილმდებარეობის გამხელა ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიიდან უკრაინული ძალების გაყვანის სანაცვლოდ, იტყობინება Washington Post 15 მაისს, აშშ-ის დაზვერვის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

ორმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ვაშინგტონ პოსტს ანონიმურობის პირობით დაუდასტურა, რომ პრიგოჟინი "რამდენჯერმე" იყო კონტაქტში უკრაინის დაზვერვის დირექტორატთან.

თუმცა, უკრაინამ უარყო პრიგოჟინის შეთავაზება "არაერთხელ", რადგან ოფიციალური პირები "არ ენდობიან პრიგოჟინს და ფიქრობდნენ, რომ მისი წინადადებები შეიძლებოდა არაგულწრფელი ყოფილიყო".

„ვაგნერსა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბულობა იანვრიდან გაძლიერდა. 5 მაისს პრიგოჟინი დაიმუქრა ბახმუტიდან „ვაგნერის“ ძალების 10 მაისამდე გაყვანით, რადგან „საკმარისი საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში“ მისი ჯარები „დაისჯებოდნენ უაზრო სიკვდილით". 9 მაისს პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მას აცნობეს, რომ ვაგნერის ძალები ჩაითვლებოდნენ „სამშობლოს მოღალატეებად", თუ ისინი პოზიციებს მიატოვებდნენ.