პოლონეთმა რუსეთის საზღვართან განსათავსებლად, ამერიკული HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემა მიიღო

პოლონეთმა, რუსეთის საზღვართან განსათავსებლად, აშშ-ის მიერ წარმოებული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის (HIMARS) პირველი პარტია მიიღო.

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვარშავა HIMARS-ის კიდევ ერთი პარტიის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ეს იარაღი ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-16 მექანიზებულ დივიზიაში განთავსდება. მისი ამოცანა აგრესორის შეკავება, პოლონეთისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე პოლონეთის არმიის გაძლიერება იქნება", - განაცხადა მარიუშ ბლაშჩაკმა.

მედიის ცნობით, M142 HIMARS-ები პოლონეთმა 2019 წლის თებერვლის შეთანხმების ფარგლებში მიიღო.