ახალ ზელანდიაში, ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ახალ ზელანდიაში, ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  მაშველებმა ათობით ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ველინგტონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ზედა სართულზე გაჩნდა. 

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.