ინდოეთის ოკეანეში ჩინური სათევზაო ნავი ჩაიძირა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს. დაკარგულია ეკიპაჟის ყველა, 39 წევრი.
ბორტზე 17 ჩინელი, 17 ინდონეზიელი და 5 ფილიპინელი წევრი იყო.
ჩინური მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების განკარგულება გასცა.
შემთხვევის ადგილზე ავსტრალიიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ. ჩინეთმა ოპერაციაში დასახმარებლად ორი ხომალდი განათავსა.