ევროპის საბჭო ქმნის უკრაინის ზარალის რეესტრს, რომელიც რუსეთის აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის საერთაშორისო მექანიზმის შექმნისკენ, პირველი ნაბიჯი იქნება.
შეთანხმებას შეუერთდა, ან შეერთების განზრახვა დაადასტურა ევროპის საბჭოს წევრმა 43-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა.
შეთანხმებას შეუერთდა საქართველოც.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა რეესტრის შექმნას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა.
რეიკიავიკის სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.