ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე, რეიკიავიკში გამოაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, საგანგებო რეესტრი შეიქმნება.
ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა, ევროპელ ლიდერებთან ერთად განაცხადა, მათ შორის იყო უკრაინის პრემიერი, დენის შმიგალი.
დენის შმიგალმა, ისლანდიის პრემიერ-მინისტრ, კატრინ იაკობსდოტირთან და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტესთან ერთად, შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
შეთანხმებას შეუერთდა, ან შეერთების განზრახვა დაადასტურა ევროპის საბჭოს წევრმა 43-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა. იმ 40 ქვეყანას შორის, რომელიც შეთანხმებას უკვე შეუერთდა, არის საქართველოც.
უფრო კონკრეტულად, სიაში არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო; ასევე, კანადა, იაპონია და აშშ. ასევე - ევროკავშირი.
ხოლო სამმა სხვა ქვეყანამ შეთანხმებასთან (ანდორა, ბულგარეთი და შვეიცარია) მიერთების განზრახვა გამოთქვეს.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა რეესტრის შექმნას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა.
რეიკიავიკის სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.
რეესტრის დაფუძნდება ჰააგაში (ნიდერლანდები) და მისი ოფისი ასევე იქნება უკრაინაში.
ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი პასუხისმგებელია, მათ შორის უკრაინისა და მისი ხალხისთვის მიყენებულ ზიანზე.