მოლდოვა უკრაინას „რუსული გეგმის“ ჩაშლისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
იგორ გროსუს განცხადებით, რუსეთი არ მალავდა მოლდოვაში შეჭრის განზრახვას. ახლა კი, რუსეთს სხვა პრობლემები აქვს უკრაინაში.
„ეს იყო მათი თავდაპირველი გეგმა. მათ სურდათ ოდესის და მიკოლაივის აღება და მოლდოვაში წასვლა. მაგრამ უკრაინელი ხალხისა და არმიის ძალისხმევით, ამ გეგმამ არ გაამართლა. ახლა მათ სხვა პრობლემები აქვთ. ამიტომ პირდაპირ საფრთხეს ვერ ვხედავ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოვემზადოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები“, - განუცხადა აზერბაიჯანულ მედიას იგორ გროსუმ.