საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის შორი დისტანციის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას. ამის შესახებ Le Monde იუწყება.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა (Scalp) რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა:
„ჩვენ ვიკვლევთ ყველა ვარიანტს“. მაკრონმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
Scalp-ის სისტემა საფრანგეთმა და ბრიტანეთმა 1990-იან წლებში ერთობლივად შეიმუშავეს.
მისი ძირითადი დიაპაზონი 250 კმ-ია, მაგრამ მისი გაზრდა შესაძლებელია 500 ან თუნდაც 700 კმ-მდე, მოდიფიკაციის მიხედვით.
ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები, რომლებიც უკრაინელმა დამცველებმა უკვე წარმატებით გამოიყენეს, ფრანგული წარმოების რაკეტების მსგავსია.