ჩრდილოეთ იტალიის რეგიონში, ემილია-რომანიაში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით, 20 000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.
CNN წერს, რომ 20-ზე მეტი მდინარე ადიდდა მთელ რეგიონში, რამაც 280 მეწყერი გამოიწვია.
27 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.