უკრაინამ ბახმუტის დასავლეთ გარეუბანში გარღვევას მიაღწია და „შემდგომი კონტრშეტევისთვის“ ნიადაგი მოამზადა - მედია

უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადამ განაცხადა, რომ 18 მაისს დონეცკის ოლქის ბახმუტის დასავლეთ გარეუბანში გარღვევას მიაღწია.

გარღვევის შედეგად, ბრიგადამ მოიკიდა ფეხი შემდგომი კონტრშეტევისთვის. ამის შესახებ უკრიანული მედია წერს.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებენ და ცალკეულ მონაკვეთებზე წინ მიიწევენ.

მალიარის თქმით, რუსებმა ბახმუტში საკუთარი რეზერვების დიდი ნაწილი გადაისროლეს და დაჯგუფება მნიშვნელოვნად გააძლიერეს. ამასთან, ხუთშაბათს მტრის ყველა იერიში მოიგერიეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 მაისს დაადასტურა უკრაინის კონტრშეტევების განახლებული ტალღა და აღიარა, რომ ბახმუტის ბრძოლაში დაიღუპა ორი პოლკოვნიკი, მათ შორის ბრიგადის მეთაური.

კრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 16 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან დაახლოებით, 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიბრუნეს.