გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კვირას განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების დრო დადგა.
იაპონიაში, ჰიროსიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე გუტერესმა აღნიშნა, საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოსა და ბრეტონ-ვუდსის სისტემის რეფორმირება, რადგან ისინი აღარ შეესაბამება თანამედროვე რეალობას. მისივე თქმით, ეს ინსტიტუტები შეესაბამებოდა მსოფლიო წესრიგს მათი ფორმირების დროს 1945 წელს.
„გლობალური ფინანსური არქიტექტურა მოძველებდა, ის დისფუნქციური და უსამართლოა“, - განაცხადა გუტერეშმა.