ახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინაში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მომავლისთვის - ზელენსკი

„ახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინაში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მომავლისთვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს უკრაინის ხმა ჰიროსიმაში“, - ამის შესახებ უკრინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, იაპონიაში, „დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ფუმიო კიშიდას G7-ის სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეები შეთანხმდნენ უკრაინის აღდგენის შესახებ უკრაინულ-იაპონური კონფერენციის ჩატარებაზე და ამ პროცესში კერძო ბიზნესის ჩართვაზე.

ორმა ლიდერმა ასევე  განიხილა იაპონური ინვესტიციების შესაძლებლობა წყალბადის, ლითიუმის ბატარეების, ავტომობილების და ენერგეტიკული აღჭურვილობის წარმოებაში, ასევე, ესტაკადების და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იმედოვნებს იაპონიის მხარდაჭერას უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.