ათიათასობით ადამიანმა კვირას მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების მხარდასაჭერად აქცია გამართა. პოლიციის შეფასებით, აქციაში 75 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
21 მაისის ღონისძიებას, რომელიც პრეზიდენტ მაია სანდუს ხელშეწყობით გაიმართა, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გარდა, ზოგიერთი პროევროპელი დეპუტატის კრიტიკაც მოჰყვა. მათი შეფასებით, ეს იყო სამთავრობო რესურსების არასათანადო გამოყენება.
შეკრებას, რომელზეც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა გამოვიდა, რამდენიმე დღით უსწრებდა წინ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს, რომელიც პირველი ივნისისთვის არის დაგეგმილი.
სანდუს სურს, ამ სამიტზე მიიღოს დაპირება, რომ მოლდოვა მალე დაიწყებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანების თაობაზე.