დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი თავის საზღვრებთან სულ უფრო სერიოზულ საფრთხეს აწყდება

19-22 მაისის პერიოდში, უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქის სულ მცირე სამ ადგილას, რუსეთის ძალებსა და პარტიზანებს  შორის შეტაკებები მოხდა. იტყობინება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვა 23 მაისს.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიზანების ვინაობა დადასტურებული არ არის, პასუხისმგებლობა აიღეს რუსეთის მთავრობის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინის მხარეს იბრძვიან. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ გრაივორონის მახლობლად.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვა აღნიშნავს, რომ სასაზღვრო რეგიონებში რუსეთი სულ უფრო სერიოზულ საფრთხეებს აწყდება, რადგან საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოგდებას, რკინიგზაზე აფეთქებებს და სხვა მსგავს ინციდენტებს პარტიზანთა ქმედებებიც დაემატა.