მოლდოვა შეასრულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებს.
მაია სანდუმ Euronews Romaniaa-სთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის შესაბამისად, თუ ის მოლდოვაში ჩავიდოდა.
„დიახ. მოლდოვის რესპუბლიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას", - მოკლედ უპასუხა სანდუმ.
შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.
ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.
19 მაისს, რუსეთმა ჰააგის სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი „ძებნილად გამოაცხადა“.