ნიდერლანდები უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 260 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად შესაძენად, 279 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

თანხები ხელს შეუწყობს ევროკავშირის გეგმის მეორე ფაზას, რომლის თანახმად, უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ტყვია უნდა მიეწოდოს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირმა უკვე გამოუყო 13 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარება.