სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, თბილისში განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე დამტკიცდება ძლიერი კომუნიკე, რაც იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია ომის შემდეგ.
კოლომინას თქმით, საქართველო ამ კომუნიკეს ნაწილი იქნება.
ხავიერ კოლომინას განცხადებით, NATO ღია კარის პოლიტიკის ერთგულია, თუმცა არის რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს და არსებობს ძლიერი შეშფოთებები რეფორმების შესრულების დონესთან დაკავშირებით.
"საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, იყო და იქნება. სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ, შესანიშნავია. ვფიქრობ, ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს", - აღნინშნა ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა.
ის მიესალმა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაწვევას და აღნიშნა, რომ ხსებული კანონპროექტი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.