თინა თერნერი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი, თინა თერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თინა თერნერს ბოლო წლებში ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ჰქონდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლა, თავის სახლში გარდაიცვალა.

ერნერმა კარიერა 1950-იან წლებში, როკ-ენ-როლის ადრეულ წლებში დაიწყო აიკ ტერნერთან, მის მეუღლესთან ერთად. წარმატება დუეტს მოუტანა სინგლმა „Proud Mary“.

ჰიტებმა - The Best და What's Love Got To Do With It, თერნერი სუპერვარსკვლავად აქცია. თერნერი არის რვა გრემის მფლობელი.


მეუღლესთან განშორების შემდეგ, თინა თერნერმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი  - „მე, ტინა“ (1977).

მუსიკალურ კარიერასთან ერთად ტინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმშიც. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა როკ-ოპერაში „ტომი“ და მიუზიკლში „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“.

თუმცა მის ყველაზე წარმატებულ კინოროლად ითვლება პერსონაჟი ფილმიდან - შეშლილი მაქსი. ამ ფილმისათვის მის მიერ დაწერილი სიმღერა - "We Don't Need Another Hero" ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა. 

როგორც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, თინა თერნერი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად.

მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. 2008-2009 წლებში თერნერმა მოაწყო საიუბილეო ტურნე, რომელიც მის 50-წლიან მუსიკალურ კარიერას აღნიშნავდა.

2021 წელს ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, როგორც სოლო არტისტი შეიყვანეს. პირველად კი ამ სიაში აიკ ტერნერთან ერთად, 1991 წელს მოხვდა.