ისლანდია უკრაინის არმიისთვის ნავთობის გადამზიდავ 10 სატვირთოს შეიძენს. ამის შესახებ Euractiv-ი წერს.
„რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით უკრაინის მთავრობის მხარდაჭერაზე მათი სურვილისა და საჭიროებების და ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად“, - აცხადებენ ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ისლანდიის მთავრობის განცხადებით, ნავთობის ტრანსპორტირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის არმიის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მობილურობისთვის მაშინ. როცა უკრაინის მთავრობას სურს, რომ მეგობარი ქვეყნები უზრუნველყოფდნენ ასეთი მანქანებით.
„ჩვენ არ ვაწვდით უკრაინის არმიას იარაღს ან სხვა სამხედრო აღჭურვილობას, მაგრამ შეგვიძლია, შევიტანოთ წვლილი ნავთობის ტანკერების მიწოდებით“, - განმარტეს სამინისტროში.
ისლანდიის ამ დახმარების ჯამური ღირებულება 400 000 ევროს შეადგენს.
ისლანდიას აქვს დიდი ხნის პოლიტიკა, რომლის მიზანია, არ მიჰყიდოს იარაღი სხვა ქვეყნებს. ის ინარჩუნებს მცირე სანაპირო დაცვას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულია მისი ტერიტორიული წყლების დაცვასა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებაზე.