პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერმა“ ბახმუტიდან გასვლა დაიწყო

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტიდან საბრძოლო ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყეს.

პრიგოჟინის განცხადება მისმა პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი ქმით, პირველ ივნისამდე ქვედანაყოფების ძირითადი ნაწილი ბანაკებში გადაინაცვლებს, პოზიციებს სამხედროებს გადასცემენ.

პრიგოჟინის თქმით, თუ საჭირო იქნება, ქალაქში დარჩებიან ისინი, ვინც ბახმუტის დაპყრობაში ძირითადი როლი შეასრულა.


 „ვაგნერსა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბულობა იანვრიდან გაძლიერდა. 5 მაისს პრიგოჟინი დაიმუქრა ბახმუტიდან „ვაგნერის“ ძალების 10 მაისამდე გაყვანით, რადგან „საკმარისი საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში“ მისი ჯარები „დაისჯებოდნენ უაზრო სიკვდილით". 9 მაისს პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მას აცნობეს, რომ ვაგნერის ძალები ჩაითვლებოდნენ „სამშობლოს მოღალატეებად", თუ ისინი პოზიციებს მიატოვებდნენ. 

პრიგოჟინმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ „ვაგნერმა“ ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლი დაამყარა. 21 მაისს, პრეზიდენტმა პუტინმა „ვაგნერელებს“ და რუსეთის არმიის სამხედროებს „მიულოცა არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულება". რუსეთი ბახმუტს არტიომოვსკად მოიხსენიებს.