რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, უკრაინაში ათობით ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემა PATRIOT-ი უკვე „განადგურდა“, მაგრამ ეს ტყუილი ადგილზე არ შეცვლის რეალობას – უკრაინა დღითიდღე ძლიერდება.
ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
კრემლმა უნდა იგრძნოს, რომ ტალღა იცვლება, რადგან ის კიდევ უფრო უაზრო ტყუილებს ავრცელებს საკუთარ მოსახლეობაში. რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებად მედიას რომ დაუჯეროთ, მაშინ იფიქრებთ, რომ რუსულმა რაკეტებმა გაანადგურეს რამდენიმე ათეული PATRIOT-ის სისტემა უკრაინაში. მაგრამ ტყუილი არ ცვლის რეალობას ადგილზე, და რეალობა ის არის, რომ უკრაინა დღითიდღე ძლიერდება“, - განაცხადა კარპენტერმა.
მისივე თქმით, აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.