26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა ან გაფორმდა. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც შესაბამისი ღონისძიებები უკვე მოეწყო.
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქის სკოპიეს მთავარი - მაკედონიის მოედანი
ლიეტუვაში, კაუნასში ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანი და ქ. კლაიპედის მერიის ძველი შენობა (რატუშა) საქართველოს დროშის ფერებით განათ
სან-ფრანცისკოს მერიის შენობა, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
ისრაელი, იერუსალიმის ცენტრი, YMCA კომპლექსი
ესტონეთი, ტალინი, თავისუფლების მოედანი.
იტალიაში, ბარის მერიის შენობაზე საქართველოს დროშა გამოიფინა.
ბაქოში, 26 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებით განათდა „ჰეიდარ ალიევის ცენტრი".
ირლანდიაში, ქ. დუბლინში ქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა.
ბერნის მერიის შენობაზე საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.