სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ყველა პატიმარს თავისუფლებას უსურვებს, მათ შორის ნიკა გვარამიას.
„ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, მე დავდივარ პატიმრებთან, ვნახულობ მათ... ჩვენი მანდატის ნაწილია, რომ ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, დავიცვათ მათი უფლებები და ყველას ვუსურვებ თავისუფლებას, მათ შორის ნიკა გვარამიას", - განაცხადა ლევან იოსელიანმა „მთავარ არხთან“.