შვედური წარმოების Archer FH77 BW L52 155მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემა უკრაინაში ზაფხულისთვის იქნება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
უწყების შეფასებით, მობილური და სწრაფი, შვედური თვითმავალი საარტილერიო სისტემა გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს და ქვეყანას დაეხმარება მეტი სიცოცხლის გადარჩენაში.
- „ლეგენდარული შვედური Archer-ი გაანადგურებს რუს ოკუპანტებს“, - წერს სამინისტრო.
FH77 BW L52 Archer-ი არის თვითმავალი საარტილერიო სისტემა, რომელსაც აქვს ტყვიაგაუმტარი ჯავშანი ეკიპაჟისა და ძრავის დასაცავად.
მისი სროლის მანძილი 30 კმ-ია, აქტიურ-რეაქტიული ჭურვებით - 40 კმ-მდე, ექსკალიბურის მართვადი ჭურვებით - 60 კმ-მდე. სროლის მაქსიმალური სიჩქარე წუთში ცხრა გასროლაა.