ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად ორივე მხარესთან.
ლულამ Twitter-ზე დაწერა, რომ მადლობა გადაუხადა პუტინს სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის, მაგრამ იძულებული გახდა, უარი ეთქვა მასზე, რადგან „ამჟამად მას არ შეუძლია რუსეთში ვიზიტი“.
„მე გავიმეორე ბრაზილიის მზადყოფნა, ინდოეთთან, ინდონეზიასთან და ჩინეთთან ერთად, ესაუბროს კონფლიქტის ორივე მხარეს მშვიდობის მისაღწევად,” - განაცხადა ლულამ, მას შემდეგ რაც ამ კვირის დასაწყისში ასევე განიხილა ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან.