აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამისი პოსტი ბაიდენის Twitter გვერდზე განთავსდა.
„ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას. „როგორც NATO-ს მოკავშირეები, მოუთმენლად ველით, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე“, - წერს ჯო ბაიდენი.
ერდოღანს გამარჯვება მიულოცა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
თურქეთი არის NATO-ს ღირებული მოკავშირე და პარტნიორი. მე მოუთმენლად ველი ჩვენს მუშაობას თურქეთის არჩეულ მთავრობასთან ერთად“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე.
ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.